რუსთავის სკოლებში 4 მასწავლებელს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსის დაუდასტურდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირება N6 საჯარო სკოლაში ორ მასწავლებელს, ხოლო N11 და N25 სკოლებში თითო-თითო პედაგოგს დაუდგინდა.
ხეჩიკაშვილის თქმით, ოთხივე მასწავლებელი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა. ხოლო რუსთავში ყველა სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
მისივე ინფორმაციით, 26 საჯარო სკოლიდან 11 სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე იქნება.