ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-10 19:30:27

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 24 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში 162 სწრაფი ტესტი ჩატარდა.

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 104 პირი შეამოწმდა.