ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [video]

2021-05-10 00:03:42

ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფება, მათ დამტვრეული მანქანიდან უვნებლად გამოაღწიეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ უამინდობის გამო მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.