ფაშიზმზე გამარჯვების დღე რუსთავში [photo]

2021-05-09 12:45:21

რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76 წლის თავზე რუსთავის მერმა საკრებულოს წევრებთან ერთად მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

რუსთავში მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ორი ვეტერანი ნოდარ ქარუხნიშვილი და შალვა მოსესოვი არიან. ორივე მათგანი ქალაქის მერიისგან ერთჯერად 500 ლარიან დახმარებას მიიღებს.

ფულად დახმარება, 250 ლარს, გადაეცემათ ომის ვეტერანებთან გათანაბრებული სტატუსის მქონე 22 პირისაც.

შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 8 მაის გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც მე-2 მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები