წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი

2021-05-09 00:54:45

9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 მაისი +24°C, 10 მაისი +15°C, 11 მაისი +18°C, 12 მაისი +22°C.