ახალი კამერები რუსთავის ქუჩებში

2021-05-07 00:05:22

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ახალი ვიდეო კამერები გამოჩნდა.

სექციური კამერები დავით გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე შსს-მ განათავსა.

კამერები აფიქსირებს ყველა ავტომობილის ნომერს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შესაბამისად დამრღვევი მძღოლი ადვილად დაჯარიმდება.

რუსთაველი აქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე უკვე დიდი ხანია აღნიშნულ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას აპროტესტებს. მიუხედავად იმისა რომ ტრაილერებს დავით გარეჯის ქუჩაზე გადაადგილება ეკრძალებათ სამწუხაროდ მძღოლები, ხშირად, განრზახ არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს რათა დანიშნულების ადგილზე მოკლე გზით მივიდნენ.

პროტესტმა შედეგი გამოიღო და სწორედ მას შემდეგ განთავსდა დავით გარეჯის ქუჩაზე სექციური ვიდეო კონტროლის კამერები.