რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-05-06 18:47:56

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 24 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული 170 სწრაფი ტესტიდან დადებითი 21 აღმოჩნდა, 3 პირს კი, კორონავირუსი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 75 პირი შეამოწმდა.