რუსთავში არსებულ 12 საჯარო სკოლას, სავარაუდოდ, ახალი დირექტორი ეყოლება.
მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელიც სკოლას 2 ვადით მართავდა, იგივე დაწესებულებაში მე-3 ვადით ვეღარ დარჩება.
ამ ეტაპისთვის კი, რუსთავში არსებულ 12 საჯარო სკოლაში, დირექტორის მოვალეობას სწორედ ისეთი პირი ასრულებს, რომელიც აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე 2 ვადით ხელმძღვანელობდა.
ესენია:
11 საჯარო სკოლა - გიორგი შეყილაძე;
21 საჯარო სკოლა - ნინო გავაშელი;
22 საჯარო სკოლა - ეკა ცხვედაძე;
25 საჯარო სკოლა- თეა ტაბატაძე;
26 საჯარო სკოლა - ბესო მოსულიშვილი;
15 საჯარო სკოლა - ბელა მარტიაშვილი;
2 სკოლა - ლალი ერქომაიშვილი;
3 სკოლა - ბექა შათირიშვილი;
4 სკოლა - მამუკა ხამხაძე;
9 სკოლა - ინგა ქურდოვანიძე;
6 სკოლა - ნაირა ქარუხნიშვილი ;
7 სკოლა - ლია ჯღარკავა.
გამორიცხული არ არის, კანონმდებლობაში რაიმე სახის ცვლილება განხორციელდეს, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მას, ვინც სკოლას 2 ვადით მართავდა, დაწესებულებაში მე-3 ვადით დარჩენის უფლება არ აქვს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის გამოცხადება დროებით გადაიდო, თუმცა, აღნიშნული კონკურსი ახლო მომავალში გაიმართება.