რამდენი ავარია მოხდა გასულ თვეში რუსთავში

2021-05-06 14:24:17

აპრილის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 10 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვესთან შედარებით, რუსთავში მომხდარი ავარიების რაოდენობა არ შეცვლილა.

სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

აპრილში ავარიები დაფიქსირდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, დუმბაძისა და მესხიშვილის ქუჩებზე, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე, ასევე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე.

აქედან, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, კოსტავას გაზმირზე მოხდა.