გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები რუსთავის სკოლებში

2021-05-06 11:57:42

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივება არ იგეგმება.

დაგეგმილისამებრ, სკოლებში სწავლა 13 მაისიდან განახლდება.

მოგეხსენებათ, 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგებია გამოცხადებული.

ინფორმაციისთვის, სააღდგომოდ, დასვენების დღეები საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30 აპრილიდან იწყება, დასვენების დღეა 12 მაისიც, სწორედ ამიტომ, სკოლებში სწავლა 30 აპრილს შეწყდა და 13 მაისს განახლდება.