ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ჩემპიონია.
ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 44-ე ჩოგანს – იან-ლენარდ შტრუფს 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 მოუგო და BMW Open-ის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა მიუნხენის ტურნირის ყველა მატჩში სეტის წაუგებლად იმარჯვა.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე (ყატარის ღია პირველობის შემდეგ), კარიერაში კი მეხუთე ტურნირი მოიგო.