ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემპიონია

2021-03-13 20:51:13

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის გამარჯვებულია.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.

ქართველი ჩოგბურთელი დოჰადან დუბაიში გადაინაცვლებს და იქ ATP500 კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.