"შენ რაზე მიწყვიტავ ზევით წავალ თუ ქვევით" [video]

2021-05-03 00:22:14

რუსთავის სასაფლაოს შესასვლელთან ინციდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

ახალგაზრდა მამაკაცი სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცავებმა ნება არ დართეს.
როგორც სამართალდამცავებთან საუბრისას ახალგაზრდა აცხადებდა, გარდაცვლილი ძმის საფლავზე სააღდგომოდ შეღებილი კვერცხი და პასკა უნდა დაეტოვებინა.

სასაფლაოს შესასვლელთან მოწყობილ ბლოკპოსტთან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სამართალდამცავები ცდილობდნენ მამაკაცისთვის აეხსნათ, რომ სასაფლაოებზე შესვლა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო არ შეიძლებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები