პროტესტის მე-6 დღე რუსთავში

2021-05-02 15:39:09

საწარმო "რუსთავის აზოტში" სამუშაო პროცესის დასაწყებად წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გაფიცულმა თანამშრომლებმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადეს, ჯერ-ჯერობით მათსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება სრულად არ მიღწეულა და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს სხვადასხვა დეტალების დაზუსტება და თანამშრომლებს შორის კონსულტაციები.

თუმცა გაფიცული თანამშრომლების ნაწილი შესულია საწარმოში და ფუნქციონირების აღსადგენად წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საწარმოს ცენტრალურ შესასვლელთან კვლავ იმყოფებიან თანამშრომელთა ნაწილი. დათანხმდება თუ არა ადმინისტრაციის წინადადებას ყველა გაფიცული პასუხი, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი გაიფიცა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. საპროტესტო აქციის მე-5 დღეს გაფიცულებმა ადმინისტრაციის შეთავაზება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 1000 ლარამდე ხელფასის მქონეებს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდება, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონეებს 125 ლარით. გარდა ამისა, მოხდება აქციის დღეებში განაცდური საათების ანაზღაურება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები