რუსთავში, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ
ინფო რუსთავის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლი 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სასაფლაოებთან მისასვლელი გზები აქვთ გადაკეტილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.