აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა დაწესდა.
კერძოდ:
2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იცვლება „კომენდანტის საათის“ მოქმედების პერიოდი. შედეგად, გადაადგილება შესაძლებელი იქნება - 1-ლი მაისის 23:00 საათამდე პერიოდსა და 2 მაისის 04:00 საათიდან პერიოდში. შესაბამისად, ე.წ. „კომენდანტის საათი“ მხოლოდ 1 დღით - 1 -ლი მაისის 23:00-სთ-დან 2 მაისის 04:00 სთ-მდე იმოქმედებს;
2 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება. მათ შორის, რუსთავში გაჩერდება ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსებიც. აკრძალვა არ ეხება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს. ინტერტრანსის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
ამასთან, 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით დასვენების, ანუ უქმე დღეებად გამოცხადდა.