რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტში გაჩნდა.
ადგილობრივების ვარაუდით, ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა სიგარეტის ნამწვი გამხდარიყო.
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეინიშნებოდა მცირედი დაკვამლიანებაც.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.