საცობები ცენტრალურ მაგისტრალზე [photo]

2021-04-30 15:42:18

თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც წესი, აღდგომის წინა დღეებში ყოველწლიურად  ხალხი მასიურად გადის ქალაქიდან რეგიონებში, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალზე მოძრაობა იტვირთება. გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა.

მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საცობებია.

ფოტოები "ინფო რუსთავს" საცობში მყოფმა მგზავრებმა მიაწოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები