2 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში ამ დღეს განსაკუთრებულად მომზადებულები ხვდებიან.
სააღდგომო სუფრაზე, მინიმუმ ამ დღესთან დაკავშირებული პროდუქტები, პასკა და წითლად შეღებილი კვერცხი, მაინც უნდა იყოს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რა ღირს სააღდგომო პერიოდში პროდუქტები რუსთავის ბაზრებსა და სუპერმარკეტებში.
პასკა - ფასები განსხვავებულია ზომისა და ფირმის მიხედვით, პასკის მინიმალური ფასი 4 ლარია და 25 ლარამდეც ადის.
კვერცხი - ერთი ცალის მინიმალური ფასი 37 თეთრია და 45 თეთრამდეც ადის.
ენდრო - 50-თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს ფასები, დამოკიდებულია საღებავი საშუალების ზომაზე
ზეთი - ბოლო პერიოდში პროდუქტებზე ფასების ზრდა ყველაზე მეტად სწორედ ზეთზე აისახა, ერთი ლიტრი ზეთის მინიმალური ფასი 6,5-ია, მაქსიმალური 9 ლარამდე. ფასების განსხვავდება მწარმოებელი კომპანიების მიხედვით
ღორის ხორცი - 1კგ 13,5 ლარიდან იწყება
საქონლის ხორცი - 1კგ 16-17 ლარი
ხბოს ხორცი - 1კგ 23 ლარი
ქათამი - 1კგ 7-9 ლარი
პომიდორი - 1კგ 4-დან 5 ლარამდე
კიტრი - 1კგ 2,30-დან 3 ლარამდე
სოკო - 1კგ 6-7 ლარი
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ფასები ყველა სახის საკვებ პროდუქტზეა გაზრდილი.