ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-30 11:22:41

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში PCR ტესტით გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში გასულ 24 საათში კორონავირუსზე PCR ტესტით კიდევ 70 პირი შემოწმდა.

25 სწრაფი ტესტიდან 11 დადებითი იყო N1 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში დღის განმავლობაში PCR-ით კიდევ 76 ადამიანი გაიტესტა, რომელთა კვლევის პასუხსაც ელოდებიან.