ავტომობილი სავარაუდოდ დაღმართში დაგორდა

2021-04-29 23:43:07

რუსთავში პატრულმა ავტომობილი შუაგზაზე მიტოვებული ნახა.

ვახუშტის ქუჩაზე, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე იყო გაჩერებული.

ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ავტომობილი შესაძლოა გაჩერებული ყოფილიყო და დაღმართში დაგორდა.

სამართალდამცავები დაუკავშირდნენ მანქანის მესაკუთრეს და მწყობრიდან გამოსული ავტომობილი გზის ნაპირზე გადააგორეს.