რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2021-04-30 00:30:22

რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 45 წლამდე მამაკაცი, XI მიკრორაიონში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.