რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

2021-04-29 17:21:14

მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, რუსთაველ ახალგაზრდა კაცს ეკუთნის, რომელიც 10 აპრილს მდინარე რიონში შევიდა და გაუჩინარდა.

ცხედარი ამოცნობის მიზნით უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ცნობისთვის, რუსთაველი ახალგაზრდა კაცი ნამოხვანში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად იმყოფებოდა.