“გაჟღერდა, რომ თანამშრომლებს ემუქრებიან”

2021-04-29 15:21:42

“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლების ნაწილი საწარმოს დირექტორის 1-ელ მოადგილეს, ალექსანდრე ხმიადაშვილს შეხვდა.

შეხვედრა თანამშრომლების დაშინების ფაქტთან დაკავშირებით აქციის მომაწილეების ხელთ არსებულ ინფორმაციას ეხებოდა.

საწარმოს გაფიცული თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ ხელმძღვანელი პირების მხრიდან რამდენიმე თანამშრომელზე სასმსახურიდან გაშვების მუქარა განხორციელდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, 1-ელმა მოადგილემ დაშინების ფაქტი უარყო და მისგან მიიღეს პირობა, რომ ზეწოლა საწარმოში დასაქმებულ არცერთ პირზე არ განხორციელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სხვა გაფიცულ თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს, ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, არაფრის შეეშინდეთ.