"რუსთავის აზოტი" გუშინ საღამოდან გაჩერებულია [photo]

2021-04-29 12:33:54

"რუსთავის აზოტი” გუშინ საღამოს შემდეგ გაჩერებულია. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის საწარმოში ფუნქციონირებას აგრძელებს,  ჟანგბადის საამქროა.

საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცულმა თანამშრომლებმა აქციები დღეს დილიდან განაახლეს. მათი მოთხოვნები, ხელფასების მინიმუმ 50%-იანი ზრდა, უცვლელი რჩება.

როგორც საწარმოს გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ხელფასების 50%-ზე ნაკლებით გაზრდის შემოთავაზებას არ დათანხმდებიან.

აქციის მონაწილეებმა უკვე შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

გაფიცული თანამშრომლების თქმით, რუსთაველი პარლამენტარების ჩართულობით მოლაპარკებები დღეს ისევ გაგრძელდება. ადგილზე ასევე ელოდებიან პროფკავშირების გაერთინების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილსაც.