ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-28 19:07:23

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში PCR ტესტით გამოკვლეულ 9 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში გასულ 24 საათში კორონავირუსზე PCR ტესტით კიდევ 281 პირი შეამოწმეს.

31 PCR ტესტს შორის ლაბორატორიიდან ასევე 3 დადებითი პასუხი მოვიდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით დღის განმავლობაში PCR-ით 39 ადამიანი გაიტესტა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწრაფი ტესტების სიმცირეა, რის გამოც კლინიკებში კორონავირუსზე კვლევები PCR ტექნოლოგიით ტარდება.