"აზოტელები ღირსეული ანაზღაურებისთვის!" [photo]

2021-04-28 15:25:16

"რუსთავის აზოტის" გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის დიალოგი ვერ შედგა.

როგორც ხმაურიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაფიცულმა თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საწარმოს ხელმძღვანელი პირები მათთვის ხელფასების ზრდას არ აპირებენ.

საწარმოს თანამშრომლები, რომლებიც უკვე მეორე დღეა გაიფიცნენ, "აზოტის" სრულად გაჩერებას აანონსებენ და ამბობენ, რომ მათ ის პირებიც შუერთდებიან, რომლებიც მუშაობას ქარხანაში ამ დრომდე აგრძელებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.