რუსთავში სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეჩერდა

2021-04-28 15:06:54

რუსთავის კიდევ ერთ ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ამის მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესი N31 ბაგა-ბაღში 2 კვირის განმავლობაში შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილიდან ბაღებში სააღდგომო დასვენება იწყება, 4 მაისიდან კი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები. შესაბამისად, რუსთავის ყველა ბაღში 30 აპრილიდან 13 მაისამდე დასვენების დღეები იმოქმედებს.