ქურდობის ფაქტი რუსთავში

2021-05-06 00:15:13

რუსთავში ველისიპედი მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მშენებელთა ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან 30 წლამდე მამაკაცმა ველოსიპედი მოიპარა.

აღნიშნულის შესახებ ველოსიპედის მესაკუთრემ პოლიციაში განაცხადა რის შემდეგაც მომხდარზე დაიწყო გამძიება და ახალგაზრდა მამაკაცი მალევე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით ნივთმკციცების სახით ამოღებულია ველოსიპედი.

ფოტო არ ასახავს რეალობას.