რას აპირებენ "რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები

2021-04-27 19:09:25

"რუსთავის აზოტთან" საპროტესტო აქციის პირველი დღე დიალოგის გარეშე დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მათ საწარმოს ხელმძღვანელებს ოფიციალური წერილით მიმართეს და პასუხის გასაცემად გარკვეულ დრო მისცეს.

საწარმოს თანამშრომლები ხვალ დილიდან აქციების განახლებას აანონსებენ, მათი მოთხოვნა კი კვლავ უცვლელი რჩება, გაიზარდოს ხელფასები.

მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს კომპანიის ხელმძღვანელები სთავაზობდნენ, რომ მათთან შესახვედრად 15-20 პირი შერჩეულიყო და შემდგარიყო დიალოგი. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნით, თუკი შეხვედრა ამ ფორმატით გაიმართებოდა მას იურისტები და მედიის წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, რაზეც საწარმოს ხელმძღვანელები უარს აცხადებდნენ.

კომპანიის წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებთან შესახვედრად საწარმოს ტერიტორიაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიც მივიდაადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და სახელმწიფო რწმუნებულს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც.

შოთა რეხვიაშვილმა გაფიცული თანამშრომლები დიალოგის იმ ფორმატზე, რომელსაც საწარმოს ხელმძღვანელები სთავაზობდნენ, ვერ დაითანხმა და ტერიტორია მალევე დატოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები