"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ [photo]

2021-04-27 10:29:47

საწარმო "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ.

საწარმოში დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა.

როგორც აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, 2019 წელს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა "რუსთავის აზოტში" ვიზიტისას დასაქმებულებს ხელფასების 20%-ით ზრდას დაპირდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა. ამჯერად კი თანამშრომლები ხელფასების მინიმუმ 50%-ით ზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელი პირებისგან მოითხოვენ პასუხს, გაიზრდება თუ არა ხელფასები. თუკი პასუხი იქნება უარყოფითი, დასაქმებულები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები