შეიზღუდება თუ არა სააღდგომოდ რეგიონებში გადაადგილება

2021-04-26 18:00:19

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ცნობისთვის, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

„4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად, აქედან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.