რუსთავში "ორი ნაბიჯის" მაღაზიები გაქურდეს [photo]

2021-04-28 00:31:05

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" 2 ფილიალი გაქურდეს.

სულ ბოლო 10 დღის მანძილზე 5-ზე მეტია მაღაზიაა გაქურდული.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დღის საათებში, სავარაუდოდ, ორმა არასრულწლოვანმა მაღაზიებიდან ძვირადღირებული კარაქი, ყავები და ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგამოძიებო-კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები.