კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-04-24 20:05:24

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული 26 სწრაფი ტესტიდან დადებითი არცერთი არ აღმოჩნდა, 5 შემთხვევა კი, "პისიარ" ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 75 პირი შეამოწმდა.

პაციენტებს როგორც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.