ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-23 19:00:07

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 16 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული 88 სწრაფი ტესტიდან დადებითი 5 იყო, 11 შემთხვევა კი, "პისიარ" ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 131 პირი შეამოწმდა.

პაციენტებს როგორც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, ისე "პისიარ" ტესტირებები ჩაუტარდათ.