"სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს"

2021-04-23 16:22:30

"დამოკიდებულია ამ კვირასა და მომავალ კვირას როგორი ეპიდსიტუაციით გავივლით", - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ "ინფო რუსთავის" მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ მოხდება სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლის დაწესება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ და დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იქნება საჭირო, სასურველია, სასაფლაოზე ოჯახის 1 ან 2 წევრი წავიდეს.

"კიდევ თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. გავიდეთ სასაფლაოზე როგორც წესია, ოჯახიდან 1 ან 2 ადამიანი და ავანთოთ სანთელი", - აცხადებს გამყრელიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები