23 აპრილს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-04-22 18:17:45

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

23 აპრილს 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, აზოტის, ჯავახიშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.