რუსთავში კიდევ 2 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, ამჯერად ვირუსის შემთხვევები მე-10 და მე-18 სკოლებში დაფიქსირდა. ინფიცირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი კლასის მასწავლებლები არიან.
ჯამში, 2-ვე სკოლის 1000-მდე მოსწავლე დისტანციურად 2 კვირის განმავლობაში ისწავლის.
თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის, სრულად დისტანციურ სწავლებაზე რუსთავის 10 სკოლა იმყოფება.