რუსთავის პარკში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა [photo]

2021-04-22 17:54:38

რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ომარ გუგეშაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მწვრთნელს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა ვარსკვლავი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაუხსნა.

ომარ გუგეშაშვილს არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს აღზრდილი. მათ შორისაა  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი თემო ყაზარაშვილი. 

"ეს დღე ჩემთვის ბედნიერების დღეა. ერთი ბედნიერება განვიცადე  მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჩემი მოსწავლე და მეორე ახლა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ვიტყოდი, კიდევ მეშრომოს ცოტა მაინც, რომ გამოვდგომოდი ჩემს სამშობლოს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ომარ გუგეშაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ გუგეშაშვილს 2017 წელს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.

ვარსკვლავი ქალაქის ცენტრალურ პარკში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, ომარ გუგეშაშვილის ოჯახის წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ომარ გუგეშაშვილის ვარსკვლავი პარკის ხეივანში რიგით მეორე იქნება.