კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-04-22 17:44:41

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ანტიგენზე დამყარებული 50 სწრაფი ტესტი ჩატარდა.

57 პირის "პისიარ" ტესტირების პასუხი კი, ხვალ გახდება ცნობილი.

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 183 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს როგორც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, ისე "პისიარ" ტესტირებებიც ჩაუტარდათ.