რუსთავში ავეჯის სახელოსნო დაიწვა [video]

2021-04-22 12:36:31

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხში განთავსებულ ავეჯის სახელოსნოში გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ხის საოჯახო ნივთები დაიწვა. როგორც სახელოსნოს მეპატრონემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა.

სახელოსნოს მეპატრონის ვარაუდით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სიმაღლიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახნძრო სამაშველო ეკიპაჟი, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები