რუსთავში დაკარგული გოგონა იპოვეს

2021-04-21 18:58:43

რუსთავში დაკარგული გოგონა იპოვეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 13 წლის მოზარდი XII მიკრორაიონის მიმდებარედ, საცურაო აუზ "არენას" ტერიტორიაზე ნახეს.

არასრულწლოვანი ამჟამად უკვე სახლშია.

შეგახსენებთ რომ გოგონა სახლიდან დილით გავიდა და მას მერე ოჯახის წევრები მასთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ.