სლოგანით - "ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს" რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი მორიგი აქცია მოეწყო.
აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმების დოკუმენტზე ხელს მოაწერდნენ, მათ ამის შესახებ ნიკა მელიასთვის წერილობით მაინც უნდა ეცნობებინათ.
ენმ-ს ლიდერების თქმით, ნიკა მელიასთვის, გათავისუფლება მიუღებელი იქნება, თუ ამინისტიის ფარგლებში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
აღსანიშნავია, რომ ციხესთან შეკრებილმა მოქალაქეებს ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკნიდან მიესალმა.
აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ციხესთან გაუშვეს ფერადი კვამლი.
N12 პენიტენციურ დაწესებულებასთამ შეკრებილებმა აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები თავდაპირველად თბილისში, "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ, რის შემდეგ მსვლელობით გაემართნენ რუსთავში, პენიტენციურ დაწესებულებასთან.