რუსთავში კოვიდ19-ის შემთხვევებმა იმატა

2021-04-19 16:46:11

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 30 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 208 პირი გამოიკვლიეს.

გამოკვლეულებს შორის 2 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 129 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ. კლინიკებში აცხადებენ, რომ წინა დღეებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები