რა ღირს რუსთავში სასაფლაოს მოვლა-პატრონობა

2021-04-23 20:27:43

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სასაფლაოს გასუფთავებისა და მოწესრიგების საფასური, 10 ლარია. ამის შესახებ ინფო რუსთავს "საფლავების მოვლა-პატრონობის" სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სამსახური ჭირისუფლებს სასაფლაოს მუდმივად მოვლის სერვისსაც სთავაზობს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში სარიტუალო მომსახურება შპს "გემას" ხელმძღვანელმა მამუკა თევდორაშვილმა განაცხადა, დაინტერესებულმა პირებმა სამსახურთან ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც აღნიშნული სერვისით სარგებლობას შეძლებენ.

მისამართი ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა #19