სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება

2021-04-19 15:49:41

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, რომ გიორგი რურუა შეიწყალოს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადებაა გააკეთა.

პრეზიდენტის განცხადებით რურუას შეწყალებას ხელს მოაწერს იმ შემთხვევაში, როცა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შედგება შეთანხმება.

"მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ, მხოლოდ და მხოლოდ, შემდეგი ჩემი პირობით რომ ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, ერთმხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და, მეორემხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს",- განაცხადა პრეზიდენტმა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები