რუსთავის მერიის თანამშრომელი გარდაიცვალა

2021-04-19 15:53:45

71 წლის ასაკში რუსთავის მერიის თანამშრომელი ნატრული ხვედელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.

"რუსთავის მერიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ უსაყვარლესი ქალბატონის, ნატრული (ნატო) ხვედელიძის გარდაცვალების გამო.

ნატრული ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის მერიაში და უდიდესი ტკივილი და სიყვარული დაუტოვა თითოეულ ჩვენგანს.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს
და თანამშრომლებს"-ნათქვამია რუსთავის მერიის განცხადებაში.