გირჩი პარლამენტში მივიდა

2021-04-19 13:46:49

პოლიტიკური პარტია გირჩი პარლამენტში მივიდა.

პარლამენტში მისვლამდე პარტიის ლიდერებმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და სანდრო რექვიაშვილმა პირდაპირ ეთერში ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

გირჩის წევრები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში ხალხის გასაცნობად მივიდნენ და საპარლამენტო პროცესებში არ ჩაერთვებიან.

ხვიჩიას განმარტებით, თუ "ქართული ოცნება" შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს ან "გირჩის" 7 მოთხოვნიდან ერთ-ერთი დაკმაყოფილდება, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები