მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-04-19 00:18:24

19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 აპრილი +25°C, 20 აპრილი +28°C, 21 აპრილი +26°C, 22 აპრილი +21°C.