საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეში არსებული სოციალურ - ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარების, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხებო ხელისუფლების ძალისხმევითა და კერძო სექტორის ჩართულობით, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებებით უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და პროექტებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოპერატიული რეაგირების მიზნით, დიალოგის რეჟიმში განიხილეს, რეგიონის მასშტაბით არსებული საჭიროებები. დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.
ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს.